ტრამპის მოთხოვნა
ტრამპის ადმინისტრაცია ილინოისში ეროვნული გვარდიის განთავსების უფლებას ითხოვს. სარჩელი უმაღლეს სასამართლოში უკვე შევიდა. მანამდე სააპელაციო სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ილინოისში ეროვნული გვარდიის განთავსების უფლება არ მისცა და შტატში მყოფი გვარდიელები ფედერალურ კონტროლს დაუქვემდებარა. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულება სამართლებრივი გზით შეუძლებელი გახდება, არ არის გამორიცხული, ტრამპმა ე.წ. „ამბოხების შესახებ კანონი“ გამოიყენოს, რაც მას შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჯარის გამოყენების საშუალებას მისცემს.
სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
