ხელისუფლების დამხობის მცდელობა
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესები გრძელდება. დღეს ბრალი კიდევ 16 ადამიანს წარედგინა. ნაწილს პროკურატორა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ნაწილს კი სტრატეგიული ობიექტების დაკავების მცდელობას ედავება. ბრალთან ერთად საგამოძიებო უწყება სხვადასხვა პირზე სხვადასხვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
