საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში „პარი სენ-ჟერმენისა” და “სტრასბურის” შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა
ლუის ენრიკემ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, ხვიჩა კვარაცხელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. პარიზის გუნდი მეექვსე წუთზე ბრედლი ბარკოლას გოლით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ 3 გოლი გაუშვა და 1-3 მარცხდებოდა. ამისა მიუხედავად პესეჟემ ქულა მაინც მოიპოვა. სხვაობა გონსალო რამოშმა შეამცირა, ხოლო საბოლოო შედეგი სენი მაიულუმ დააფიქსირა. კვარაცხელიას 2 საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა 1 დარტყმული კარს მცირედით ასცდა, ხოლო მეორე, მეკარემ მოიგერია. “პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში, 17 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, სტუმრად „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონატში 25 ოქტომბერს, „ბრესტს“ დაუპირისპირდება.
