ჰავაიზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი გააქტიურდა
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის კამერებმა კილაუეას კრატერიდან ლავის ამოფრქვევის პროცესი დააფიქსირეს. კილაუეას ვულკანი 2024 წლის დეკემბრის შემდეგ პერიოდულად იფრქვევა, თუმცა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
