დიდი ბრიტანეთის მეფის ძმამ, პრინცმა ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარი თქვა
გადაწყვეტილება პრინცმა მას შემდეგ მიიღო, რაც სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ, ჯეფრი ეპშტაინთან მეგობრობის გამო, წამყვანი ბრიტანული გაზეთების გარეკანზე ისევ მოხვდა. ამჯერად რამდენიმე მედიასაშუალებამ, გარდაცვლილი, ვირჯინია რობერტს ჯუფრეს მემუარების ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ 17 წლის ასაკში ეპშტაინის მეშვეობით პრინც ენდრიუსთან ჰქონდა კავშირი.
