სოციალურ მედიაში გერმანიის პოლიციის მხრიდან ძალადობის ორი შემთხვევის ამსახველი კადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ინციდენტი ბერლინში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი სახეში ურტყამს პარლამენტის წევრს, ლეა რაისნერს, რომელიც ღაზის სექტორის მხარდამჭერ მიტინგზე იმყოფებოდა. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს „მემარცხენე პარტიის“ კიდევ ერთი წევრის დაკავების მომენტი. ბუნდესტაგის წევრი ჯემ ინსი სამხედრო შეიარაღების მწარმოებლის, „რაინმეტალის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ბერლინის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა.
