დღეს, უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებმა მშვიდობა მოიტანოს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა განაცხადა
ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელმა თავი იზოლაციაში მოიქცია, ბუდაპეშტი კი მშვიდობის მომხრეა და მოლაპარაკებებს აგრძელებს. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას უნგრეთის დედაქალაქში გეგმავს, რადგანაც ბუდაპეშტს უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს.
