„თერჯოლობა 2025“ - სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ იმერეთში.
მერიის მიმდებარე ტერიტორია ფესტივალის მთავარი სივრცეა. საგამოფენო კუთხეებში- ნორჩი მხატვრების ნამუშევრები, რეწვის ოსტატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაა. ჩატარდა საბავშვო გასართობი აქტივობები და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, ასევე გაიმართა იმერული სამზარეულოს, ღვინისა და ეთნოგრაფიული კუთხეების პრეზენტაციები. დაჯილდოვდებიან თერჯოლის საპატიო მოქალაქეები, წარმატებული სპორტსმენები და ღვინის საუკეთესო მწარმოებლები. დღის ბოლოს კი სცენას ჯგუფი „ურსა“ დაიკავებს.
