ლანჩხუთში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. საძირკველი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფემ იოსებმა აკურთხა
ლოცვას სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. ტაძარი სოფელ აცანის მკვიდრის, ინიციატივით შენდება.
