ქართულ პოლიტიკაში შეჭრილი გერმანიის ელჩი
დიპლომატისთვის შეუფერებელ ქმედებებსა და სადავო აქტივობებზე პეტერ ფიშერისადმი კითხვები გერმანიაშიც აქვთ. პარლამენტის ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. როგორც ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, კითხვებს სჭირდება პასუხი და ეს ის პასუხისმგებლობიანი მიდგომაა, რასაც ყველა პარტნიორისგან ელის ხელისუფლება. ფრაქცია დაინტერესდა, შეხვედრია თუ არა ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს ან პოლიტიკოსებს, რა ურთიერთობა აქვს ქართულ ოპოზიციასთან, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლებასთან
