ძალადობის წამხალისებელ ევროკომისიის პრესსპიკერს, "ქართული ოცნება" მოუწოდებს გადახედოს დემოკრატიულ კანონებს
რადგან სახელმწიფო უწყებებში შეჭრასა და დამხობის მცდელობას, შესაბამისი სამართლებრივი პასუხი აქვს. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ევრობიუროკრატების მიზანი, ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანაა. ანიტა ჰიპერის სპეკულაციურ განცხადებას, თითქოს დანაშაულებრივი მოქმედებების მონაწილეების მიმართ, ქართული ოცნება რეპრესიულ ზომებს იყენებს, ფეისბუკში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა.
