სპორტის მინისტრმა ქართველ მრბოლელებს, დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს - „ევრონასკარის“ ევროპის სერიებზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ქართველ მრბოლელებს - დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს - „ევრონასკარის“ ევროპის სერიებზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ისინი „ევრონასკარზე"სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ასპარეზობდნენ. დასკვნით - ბელგიის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა, ხოლო სანდრო თავართქილაძემ ღია კატეგორიაში ასპარეზობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა
