კოლუმბიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეერთებული შტატების საელჩოს დაესხნენ თავს
კოლუმბიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეერთებული შტატების საელჩოს დაესხნენ თავს. ინციდენტი ბოგოტაში მოხდა. დემონსტრანტთა რადიკალურმა ჯგუფმა საელჩოს დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებს ქვები, ისრები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. აქცია ადგილობრივ ხალხთა კონგრესის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ბოგოტაში უკვე მე-5 დღეა გრძელდება
