თეთრ სახლში მყოფი ჟურნალისტების ყურადღება ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩაცმულობის ერთმა დეტალმა მიიქცია
თეთრ სახლში მყოფი ჟურნალისტების ყურადღება ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩაცმულობის ერთმა დეტალმა მიიქცია. დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე პიტ ჰეგსეტს ჰალსტუხი თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებში ეკეთა. პენტაგონის ხელმძღვანელის ჰალსტუხს განსაკუთრებული ყურადღება რუსულმა მედიამ დაუთმო. რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა, რომ ჰეგსეტს ჰალსტუხი რუსული დროშის ფერებში ეკეთა
