კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი რუსთავში
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი რუსთავში - სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია, 32 ათასი კვადრატული მეტრია. ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ასფალტის სამფენიანი საფარის დაგებაა განსაზღვრული. პროექტი ტროტუარების, ველობილიკების, მწვანე არეალების, ტრანსპორტის მოსაცდელების და გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. უკვე განახლებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება. პროექტის ღირებულება, 6 მილიონ 101 ათას 101 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
