სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტი ოთხ მონაკვეთად შენდება, გზის 30 კმ უკვე გახსნილია. მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე ხიდის აღდგენა და მე-3 მონაკვეთზე გზის მშენებლობა გრძელდება, 11-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 10 კილომეტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება. ახალი მაგისტრალი აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გახდება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და უწყვეტი. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო
