5 არასრულწლოვანი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს
5 არასრულწლოვანი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. საპოლიციო უწყების ინფორმაციით, მოზარდები, ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ავტომობილის სალონში არსებულ თანხას დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე კი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
