ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პირველი შეფასებები კეთდება „ქართულ ოცნებაში“
ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პირველი შეფასებები კეთდება „ქართულ ოცნებაში“, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ პროცესი ემოციურია მთელი გუნდისთვის და თუ დადასტურდება, გამოძიებას მტკიცებულებები გააჩნია. ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული რვა ადამიანის საცხოვრებლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა
