ქართულ პოლიტიკაში შეჭრილი გერმანიის ელჩი
ქართულ პოლიტიკაში შეჭრილი გერმანიის ელჩი. დიპლომატისთვის შეუფერებელ ქმედებებსა და სადავო აქტივობებზე პეტერ ფიშერისადმი კითხვები გერმანიაშიც აქვთ. პარლამენტის ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვსი კითხვით მიმართა. როგორც ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, კითხვებს აუცილებლად სჭირდება პასუხი და ეს ის პასუხისმგებლობიანი მიდგომაა, რასაც ყველა პარტნიორისგან ელის ხელისუფლება. გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას მცირე შეკითხვით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, შეხვედრია თუ არა ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს ან პოლიტიკოსებს, რა ურთიერთობა აქვს ქართულ ოპოზიციასთან, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლებასთან
