თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ
ამ წუთებში უნდა დაიწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა
