საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები „ევრო 2026“-ისთვის ემზადება და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები „ევრო 2026“-ისთვის ემზადება და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდის მეტოქე ყირგიზეთის ეროვნული ნაკრები იქნება. პირველი შეხვედრა დღეს, თბილისი არენაზე გაიმართება, ხოლო მეორე მატჩს თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს. მოახლოებული ამხანაგური თამაშებისთვის ეროვნული გუნდი 15 ფეხბურთელით მოემზადა. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია
