საქართველოს ნაკრების დამარცხებისთვის „შავმა ლომმა“ რევანში აიღო
საქართველოს ნაკრების დამარცხებისთვის „შავმა ლომმა“ რევანში აიღო. რიჩარდ ქოქრილის გუნდმა ტოიოტა ჩელენჯზე ჩიტასი 39-38 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა აფრიკელებს 6 ლელო გაუტანეს. მეტოქის ჩათვლის წერტილში ბურთი ორჯერ აბდუშელიშვილმა, ხოლო თითოჯერ მამამთავრიშვილმა, ქვათაძემ, სინაურიძემ და ტაბუცაძემ დაამიწა. გარდასახვები ცირეკიძემ და მეტრეველმა მიითვალეს ხოლო 1 ჯარიმა ცირეკიძის ანგარიშზეა. შავი ლომი მომდევნო შეხვედრას კვლავ ჩიტასის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება
