მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, მოთხრობის „კარიუსი და ბაქტუსი“ მიხედვით საბავშვო მიუზიკლის პრემიერა გაიმართა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, მოთხრობის „კარიუსი და ბაქტუსი“ მიხედვით საბავშვო მიუზიკლის პრემიერა გაიმართა. მიზანი, საბავშვო მუსიკის განვითარება და საქართველოში მიუზიკლის ჟანრის დანერგვაა. შემეცნებითი მიუზიკლი ბავშვებს, მუსიკის და თეატრის ენაზე პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე მოუთხრობს. საპრემიერო ჩვენებები 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება
