„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა
„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაცია პრემიერის ოფისმა დაადასტურა. მანამდე „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი „ალ ქასამის“ ბრიგადის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს, რომელიც საერთაშორისო წითელ ჯვარს გადასცეს. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
