ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, თუმცა შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გადაცემის საქმეზე 8 ბრალდება წაუყენეს, ინფორმაციის არასათანადოდ შენახვის საქმეზე კი – 10. შემდეგი პროცესი 21 ნოემბერს გაიმართება. ბოლტონი ტრამპმა სამსახურიდან 2019 წელს დაითხოვა, რის შემდეგაც ის თეთრი სახლის ლიდერს მწვავედ აკრიტიკებდა
