სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან ქალაქ კოშიცეში უკრაინელ კოლეგა იულია სვირიდენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც რობერტ ფიცომ აღნიშნა, უკრაინული მხარისგან მოწვევა მიიღო შემდეგი მთავრობათაშორისი კონსულტაციებისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინულ დელეგაციას კოშიცეში ვიზიტისთვის
