კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემა იყო
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემა იყო. გამოცემა „აქსიოსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის ამ ეტაპზე „ტომაჰავკების“ მიწოდებაზე უარი უთხრა და განუცხადა, რომ პრიორიტეტს დიპლომატიას ანიჭებს. უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს „ტომაჰავკების“ გაცვლას უკრაინულ დრონებში სთავაზობდა, თუმცა შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემას შესაძლოა დიდი ესკალაცია მოჰყვეს
