ზუგდიდის, სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
ზუგდიდის, სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გაეცნენ. ახალი გზა ერთმანეთთან რამდენიმე დასახლებას აკავშირებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება