ნათია თურნავამ, აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები, არსებული გაურკვევლობები და მომავლისთვის მზადება იყო. დისკუსია ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის, მოხსენებით გაიხსნა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა. სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ და სომხეთმა წარმატებით დანერგეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა. ნათია თურნავამ კოლეგებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ახალი, რისკების ანალიზისა და მართვის ჩარჩო და დეტალურად ისაუბრა მონეტარული კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე