18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა
18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა. შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, კერძო კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდნენ. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრაზე, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხები
