ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა პოლიციამ აჭარაში
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა პოლიციამ აჭარაში. როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთმა ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით კიდევ 4 დაკავებულს, მათ, აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი
