ბრძოლა გრძელდება ნარკოდანაშაულთან
ბრძოლა გრძელდება ნარკოდანაშაულთან. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 14 მცენარე „კანაფი“ და 3 თუნუქის ქილაში მოთავსებული „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო მოწყობილობები, 25 ათას 150 ლარი, 670 აშშ დოლარი და 120 ევრო. დანაშაულები 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
