ტრამპი-პუტინის შეხვედრა
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე კი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს შეხვდება. სამიტი უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება. ომის დაწყების შემდეგ ეს ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში. დასავლური მედია უკვე წერს, რომ შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის დასახელებამ კიევი და ბრიუსელი გააკვირვა. მედიის შეფასებით, ეს ორბანის პოლიტიკური გამარჯვება და ევროკავშირის დამცირებაა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
