დაკავებულია სამართალდამცველებზე თავდამსხმელები
გამოძიების ფედერალური ბიუროს საქმიანობაში პირველად, „ანტიფასთან“ კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც ფედერალურ ოფიცრებს დაესხნენ თავს, ტერორიზმის მუხლით ბრალი წარუდგინეს. FBI-ის დირექტორის ცნობით, რადიკალი ექსტრემისტებისა და მათი დამფინანსებლების გამოვლენის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კეშ პატელის თქმით, „ანტიფასა“ და მასთან ასოცირებულ რადიკალურ ჯგუფებს ისე მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს. პასუხისგებაში მიეცემა ასევე ყველა, ვინც ძალადობას აფინანსებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
