დასავლური მედია წერს, რომ კიევისა და ბრიუსელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ტრამპი-პუტინის შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის დასახელება
დასავლური მედია წერს, რომ კიევისა და ბრიუსელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ტრამპი-პუტინის შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის დასახელება. „ვაშინგტონ პოსტი“ და „პოლიტიკო“ აღნიშნავენ, რომ უნგრეთის დედაქალაქის არჩევა ვიქტორ ორბანის პოლიტიკური წარმატება, ხოლო ევროკავშირისთვის მოულოდნელი დარტყმაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიქტორ ორბანი უნგრეთს ევროპის მშვიდობის კუნძულად მოიხსენიებს და ბრიუსელს ომის წაქეზებაში ადანაშაულებს.
