უნგრეთში ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის სამზადისია
უნგრეთში ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის სამზადისია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკვე ესაუბრა დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ბუდაპეშტი ყველა პირობას უზრუნველყოფს ნაყოფიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. შეხვედრის მოსამზადებლად რამდენიმე დღეშ ერთმანეთს ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები შეხვდებიან, ლიდერების სამიტი კი უახლოესი ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.
