ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა
ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა. დავით გურგენიძე ითხოვს, დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. გურგენიძე საქმის გამოძიების დროს ალასანიას ქონების დაყადაღებას და საბოლოოდ, ქონების ტექნიკური უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას მოითხოვს.
