„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევს და კითხვები, რომელიც მისი მისამართით ისმის, ლეგიტიმურია
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევს და კითხვები, რომელიც მისი მისამართით ისმის, ლეგიტიმურია. პეტერ ფიშერის საქმიანობაზე გერმანიის პარლამენტის ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 კითხვით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისგან ბინის დაქირავების შესახებ. პარტია ასევე ინტერესდება, რომელ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ბოლო 10 კვირის განმავლობაში ელჩი და რა იყო შეხვედრის კონკრეტული მიზეზები.
