ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ „ზაგრების“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ხორვატიის „უნდი“ დანიის „გუდმესთან“ 31-36 დამარცხდა. ცხოვრებაძის ანგარიშზე კი 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მომდევნო შეხვედრას „ზაგრები“ ხორვატიის ჩემპიონატში სტუმრად „უმაგისთან“ გამართავს, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
