გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ცნობით, ანტიფასთან დაკავშირებულ მოძალადე ანარქისტ ექსტრემისტებს ტერორიზმის მუხლით წარუდგინეს ბრალი
ლაპარაკია ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალზე, რომელთაც ოთხ ივლისს ტეხასში სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრებზე თავდასხმა ედებათ ბრალად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეფ ბი აი ანტიფასთან დაკავშირებულ პირებს ტერორიზმის მუხლით ასამართლებს. კეშ პატელის ინფორმაციით, მსგავს ინციდენტებზე კიდევ 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
