სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი ადამიანი დააკავა
გამოძიებით დადგენილია, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ.
