შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართული - ასე აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპული პლატფორმის, სახელწოდებით „დემოკრატიული არჩევნებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას
შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართული- ასე აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპული პლატფორმის, სახელწოდებით „დემოკრატიული არჩევნებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნია ე.წ. „ფეიქ დამკვირვებლებად“. ცესკო მოუწოდებს ევროპულ პლატფორმას საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა მსგავსი შეფასებები.
