ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი ადამიანი დააკავა
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები, რის სანაცვლოდაც, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვეს და აიღეს ფულადი თანხა.
