პიტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე გერმანიის პარლამენტის ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვსი კითხვით მიმართა
ფრაქცია დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერის- მამუკა ხაზარაძისგან ბინის დაქირავების შესახებ. პარტია ასევე ინტერესდება, რომელ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ბოლო 10 კვირის განმავლობაში ელჩი და რა იყო შეხვედრის კონკრეტული მიზეზები, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ვენის კონვენციას არღვევს და კითხვები, რომელიც მისი მისამართით ისმის, ლეგიტიმურია.
