პრემიერი პატრიარქს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა და მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ილია მეორის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა. რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება, პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ილია მეორემ მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა
