თბილისში SBC SMH-ის ევრაზიის ყველაზე მასშტაბური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც iGaming-ის ინდუსტრიის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება
თბილისში SBC SMH-ის ევრაზიის ყველაზე მასშტაბური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც iGaming-ის ინდუსტრიის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიება გუშინ გაიხსნა, რომელსაც სპეციალურად სამიტისთვის მოწვეული მსოფლიო ფეხბურთის იტალიელი ლეგენდა, ალესანდრო ნესტა, დაესწრო. დღეს კი ნესტამ თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. წელს მესამედ გამართული სამიტი iGaming-ის ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიებაა, რომელსაც SBC, გლობალური კონფერენციების ორგანიზატორი და პროფილური მედიაკომპანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. ღონისძიება დღეს, გვიან საღამოს, დასრულდება.
