18 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე საქართველოს საუკეთესო მკლავჭიდელებისა და მსოფლიოს ლიდერი მკლავჭიდელების შეხვედრას უმასპინძლებს
18 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე საქართველოს საუკეთესო მკლავჭიდელებისა და მსოფლიოს ლიდერი მკლავჭიდელების შეხვედრას უმასპინძლებს. საერთაშორისო პროფესიონალურ შეჯიბრებაში მონაწილეობას 32 მკლავჭიდელი მიიღებს, ჯამში კი 18 სუპერდაპირისპირება გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო ქამრები,ფულადი და სიმბოლური პრიზები გადაეცემა
