პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა. ირაკლი კობახიძემ პატრიარქს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ უწმინდესის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა, რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება კი, ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია
