ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში სხვადასხვა რეგიონის 32-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და ფინალში ბათუმელმა გიორგი დიმიტრაძემ ხობელი სანდრო ჩიტაია 4-2 დაამარცხა. რაც შეეხება 15 წლის ლევან კიკალიშვილს, ის ევროპის ბილიარდის ჩემპიონატზე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით გაემგზავრება. კიკალიშვილი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იქნება.
