სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს აკრიტიკებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს აკრიტიკებს. რობერტ ფიცოს თქმით, ევროკავშირი უკრაინის ომზე ყურადღების გამახვილებით, საკუთარი პრობლემების მოგვარების უუნარობის გადაფარვას ცდილობს. სლოვაკეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს თავჯდომარეს ანტონიო კოშტას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ევროკავშირის მომავალ სამიტზე დღის წესრიგის მთავარ თემად უკრაინის მხარდაჭერის დასახელებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის პრიორიტეტული, ბლოკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებზე მსჯელობა უნდა იყოს.
